ქვეყნის
ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად ეკონომისტები სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს
განიხილავენ. გარდა მთლიანი შიდა პროდუქტის დონისა, ერთ-ერთი სტატისტიკური მონაცემი, რაც როგორც ეკონომისტთა
ასევე საზოგადოების ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელია. უმუშევრობა ქვეყანას
მოსახლეობას მძიმე ტკივილად აწევს და ეკონომიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დანაკარგს
იწვევს.
უმუშევრობა
ისეთი მდგომარეობაა, როდესაც შრომის უნარის მქონე ადამიანს არ შეუძლია დასაქმება სტრუქტურული,
პოლიტიკური ან სოციალური მიზეზების გამო. დასაქმება ნიშნავს ისეთი სამსახურის ქონას,
რომელშიც ადამიანს აქვს სამსახურის ან საქმიანობის შესაბამისი ანაზღაურება. ზოგისთვის
ეს შემოსავალი საკმარისია, რათა უზრუნველყოს, როგორც მისი ასევე მისი ოჯახის ნორმალური
არსებობა.
უმუშევრობა
თანამედროვე საზოგადოების ცენტრალური პრობლემაა.
უმუშევრობის მაღალი დონე ნიშნავს რესურსების ნაწილობრივ გამოყენებას და დაბალ
შემოსავალს. ეს ამწვავებს სოციალურ სიტუაციას, ოჯახურ ურთიერთობებს და საზოგადოებაში
ემოციურ დაძაბულობას ზრდის. მსოფლიოში
რიგ სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოს, უკვე საუკუნეების მანძილზე აქვს ერთ-ერთი
დიდი და გლობალური პრობლემა: უმუშევრობა.სწორედ უმუშევრობა ხდება სახელმწიფოში რიგი
პრობლემების მიზეზი, რადგან ადამიანებს როცა არ ააქვთ ელემენტარული საცხოვრებელი შემოსავალი
ძალიან დიდ რისკზე მიდიან. ყაჩაღობა, თვითმკვლელობა, ქვეყანაში არეულობები, მოსახლეობის
მასური ემიგრაცა, მათხოვრობა ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტებისა რასაც უმუშევრობა
იწვევს. ასეთ სიტუაციებში ადამიანების ფსიქიკა
ძალიან დიდი სტრესის ქვაშაა და სავალალო შედეგების
თან სდევს ამ ყველაფერს. შეიძლება თამამად
ვთქვათ , რომ ცხოვრებისეული პირობებით დაუკმაყოფილებელი ადამიანი ძალიან სახიფათოა
სახელმწიფოსთვის, რადგან ეს ადამიანებში იწვევს ძალიან დიდ საპროტესტო ტალღას და იწყება
ქვეყანაში არეულობები, ქვეყანაში სიტუაცია უმართავი ხდება ეს კი არცეთი ქვეყნისთვის
არ არის კარგი და არც ერთ ხელისუფელბას არ აწყობს.
ათასობით
ადამიანი, იმის გამო, რომ საკუთარ ქვეყანაში ვერ შოულობს სამსახურს, მიდის სხვა ქვეყანაში
სამუშაოს საძებნელად და იქ იწყებს ცხოვრებას ეს კი ძალიან ცუდია. დღესდღეისობით საქართველოდან
ძალიან ბევრი ადამიანია წასული საზღვარგარეთ სამუშაოს გამო, როდესაც ისინი სხვა ქვეყანაში
იწყებენ მუშაობას და უხეშად რომ ვთქვათ ცხოვრებას იწყობენ უკან დაბრუნების სურვილი
ძალიან ცოტას უჩნდება. მასური ემიგრაცია პირველ რიგში ცუდია, იმიტომ რომ ხდება მოსახლეობის
შემცირება და გადაგვარება.
კიდევ ერთი უკიდურესი შემთხვევა ქუჩაშოი გამოსული
ადამიანებია, რომლებიც მათხოვრობენ. საშინელაბა ისაა რომ უკვე საზოგადოება გულგრილი
გახდა მათ მიმართ. ანუ აღარ აძლევენ ფულს, იმიტომ კი
არა, რომ არ უნდათ მათი დახმარება, არამედ იმიტომ, რომ მას არ გააჩნია იმდენი შემოსავალი
რომ სხვას დაეხმაროს. შეიძლება მაგალითად კიდევ
ოჯახური ურთიერთობები მოვიყვანოთ. ამ მხრივ ძალიან ცუდი სატუაციაა რადგან შემოსავლების
არქონის გამო ხშირად მშობლები იძულებულები არიან გააშვილონ ბავშვი ან საერთოდ დაბადებამდე
წაართვან სიცოცხლის უფლება ეს კი ძალიან ცუდია, როგორც მშობლისთვის ასევე ქვეყნისთვის,
რადგან ქვეყანაშა მოსახლეობა არ იზრდება. შეიძლება გავიხსენოთ ის საშინელი ფაქტები
საქართველოს წარსულიდან, როცა მშობელი შვილს ყიდდა ფულის გამო ეს ძალიან დიდი დანაშაულია,
მაგრამ ეს გამოწვეულია ოჯახში შემოსავლის არარსებობით, რა თქმა უნდა, ეს გამართლება
არ არის. ეკონომიკური პრობლემების გამო ოჯახებში დაძაბული ემოციური ფონი იქმნება.
საქართველოში
ძალიან რთული და საგანგაშო სიტუაციაა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია უმუშევარი და ამასთან საქართველოში უმუშევართათვის არანაირი
სოციალური დაცვის მექანიზმი არ ფუნქციონირებს. პრაქტიკულად საზოგადოება ვერ ხედავს
, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელაად რამე კეთდება. უმუშევრობაზე საუბრისას კიდევ ერთი
საკითხი, რომელიც ეკონომისტების ყურადღებას
იქცევს, შრომისუნარიანი უმუშევართა განათლების დონეა. საინტერესოა ის ფაქტი,
რომ საქართველოში უმუშევართა 81% ან საშუალო,
ან უმაღლესი განათლებითაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ განათლებული სამუშაო ძალა გამოუყენებელია
და მას ქვეყნის ეკონომიკაში წვლილი ვერ შეაქვს.
ძირითადად საქართველოში
მოსახლეობა თვითდასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
სახელმწიფომ უნდა მოძებნოს ალტერნატიული გზები, რათა შემცირდეს უმუშევართა რიცხვი.
ამისთვის კი საჭიროა მაქსიმალურად აითვისოს ქვეყანამ მისი წიაღირსეული, გაიტანოს გლეხის
მიერ წარმოებული პროდუქცია იმპორტზე, ააშენოს
ფაბრიკა-ქარხნები, მსურველებს მისცეს ბანკიდან დაბალპროცენტიანი სესხები ბიზნესისათვის
და მრავალი სხვა ღონისძიება უნდა გაატაროს, რათა შემცირდეს უმუშევრობა. რა თქმა უნდა,
სრულად შეუძლებელია უმუშევრობა აღმოვხვრას
ქვეყანამ, რადგან ეს პრობლემა განვითარებულ სახელმწიფოებსაც აქვს, ჩვენი ქვეყანა კი
ახლა იწყებს განვითარებას, მაგრამ სახელმწიფომ უნდა დააწესოს დახმარებები ყველა უმუშევრისთვის
მანამდე სანამ სამუშაოს იპოვიან, რადგან მას ცოტა მაინც დაეხმაროს ეს შემოსავალი, გაუადვილდეს ცხოვრება და არ გადადგას ცუდი ნაბიჯი. საზოგადოების
კმაყოფილება საწინდარია ქვეყნის სიძლიერის,
სიმშვიდის და განვითარების.
No comments:
Post a Comment